საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე იმსჯელეს.  უმრავლესობის წარმომადგენლები კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. საუბარი შეეხო საქართველოს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებას, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასა და რუსეთის განგრძობით ანექსიას.

კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ ამერიკისთვის საქართველო ყველაზე ერთგული და სანდო პარტნიორია რეგიონში. ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ აშშ მზად არის, საქართველოს დახმარება გაუწიოს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმილია სენატის, სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ამერიკის საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან