შარლ მიშელის ტურნე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანში ჩავიდა. ევროპელ მაღაჩინოსანს აეროპორტში საპატიო ყარაულით დახვდნენ. მოგვიანებით, შარლ მიშელმა ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელშიც დაწერა და აღნიშნა, რომ „უსაფრთხო , სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენელი ნაწილია“. აზერბაიჯანში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთიდან ჩავიდა, სადაც ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე კი, შარლ მიშელმა განაცხდა, რომ ევროკავშირი მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში და ასევე განამტკიცოს კავშირები ამ რეგიონთან. მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება ეუთო-ს „მინსკის ჯგუფს“ მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. დღეს შარლ მიშელი უკვე საქართველოს ეწვევა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის დოკუმენტი, რა ხდებოდა მოლაპარაკების მაგიდაზე? -...
Girchi - მეტი თავისუფლება
შარლ მიშელის გზავნილი და პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო ჯგუფის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა და მოწოდება ოპოზიციას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster