აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2015წ ანგარიში გამოაქვეყნა

23.03.2015 02:16

მიმდინარე წლის 19 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე მოხვდა ანგარიში საქართველოში 2014 წლის განმავლობაში ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მოცემულ ანგარიშში პოზიტიურად იქნა შეფასებული აღნიშნული კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები. კერძოდ, ანგარიშში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 2,7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ოდენობას წარმოადგენს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამერიკის დახმარება ქართული მხარისთვის ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზების, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის შექმნის კუთხით. ანგარიშში ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და მისი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიღების ფაქტი. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია ნარკოდამოკიდებულებისა და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაზე, საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე მონიტორინგის, კოორდინაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/YdG4vI

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
06:06

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დასავლეთის არაობიექტური პოლიტიკა საქართველოს რუსეთისკენ უბიძგებს 17 07 2021
24:15

დასავლეთის არაობიექტური პოლიტიკა საქართველოს რუსეთისკენ უბიძ...

Leguna Kheveli

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
01:04

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
03:51

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
08:25

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
03:38

საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის თავდაცვისთვის 141.5 მილიონი დოლარის გამოყოფა
00:34

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის თავდა...

PalitraNews

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
00:32

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო