დაკავება მარნეულში
ცოტა ხნის წინ მარნეულში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას დანაშაულს 120-ე და 162-ე პრიმა მუხლებით ედავებიან - რაც, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე საარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს, ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. ბრალდება ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატის განცხადებით, ქველაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ, დაკავებული მარნეულის პოლიციის შენობიდან კლინიკაში გადაიყვანეს. უფლებადამცველის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტემპერატურა აღმოაჩნდა, რის გამოც, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ადვოკატი არ გამორიცხავს, ქველაძეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარონ. სწორედ ამ პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პოლიცის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლაშა ქველაძის ახლობლები იყვნენ შეკრებილები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრთამის აღების ფაქტზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი...
TV IMEDI
დაკავება მკვლელობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარნეულში ჩხუბის მონაწილეთა დაკავება
info rustavi
დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სკანდალური ინციდენტი მარნეულში
TV IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო პერიოდში გახსნილი საქმეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაკავება მარნეულის მუნიციპალიტეტში
info rustavi