ახალი 3 | მუქარა ჟურნალისტს | 25.09.12

25.09.2012 01:06

ინფო 9-ის გორის ჯგუფის ჟურნალისტს თამთა ილურიძეს მოკვლით ემუქრებიან. ილურიძის თქმით, მუქარა სატელეფონო ზარის საშუალებით განხორციელდა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ იგივე ნომრიდან დედამისსაც დაურეკეს და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ. ილურიძის თქმით, ზარის ავტორმა სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენების შემდეგ საქმიანობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თამთა ილურიძემ ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძება. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: