ახალი 3 | ოცნების მხარდამჭ. დაკითხვა | 26.09
ზუგდიდში „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბესიკ გეგეჭკორი პოლიციამ გუშინ საღამოს საკუთარისახლიდან წაიყვანა. ამასთან, ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავებს არანაირი ახსნა განმარტება არ გაუკეთებიათ. პოლიციამ გეგეჭკორის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა, თუმცა, ვერაფერი აღმოაჩინა. გეგეჭკორი თავდაპირველად ზუგდიდის პოლიციაში, დღეს კი ხობის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადვოკატმა გეგეჭკორის ნახვა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის ჩარევის შემდეგ მოახერხა. გეგეჭკორის ახლობლები აცხადებენ, რომ კოალიციის მხარდაჭერის გამო ხშირია მათ მიმართ მუქარა სოფლის გამგებლისა და ნაციონალური მოძრაობის რუხის შტაბის წევრების მხრიდან. ოფიციალური ვერსიით, გეგეჭკორი ქურდობის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება. ბესიკ გეგეჭკორი წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია, თუმცა, ოჯახის წევრების განცხადებით, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გეგეჭკორი ეკლესიაში მსახურობდა. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube
მსგავსი ვიდეოები
ახალი 3 | "ოცნების" ბანერი | 25.09.12
GeoArchive
ახალი 3 | ოცნების ბრიფინგი | 09.07.12
GeoArchive
ახალი 3 | "ოცნების" სარჩელი | 13.10.12
GeoArchive
ახალი 3 | ოცნების მოთხოვნა | 14.06.12
GeoArchive
ახალი 3 | ოცნების წევრის დაკავება | 22.08.12
GeoArchive
ახალი 3 | ოცნების ბრიფინგი | 17.02.13
GeoArchive
ახალი 3 | ოცნების მოთხოვნა | 18.09.12
GeoArchive
ახალი 3 | ოცნების მონიტორინგი | 30.07.12
GeoArchive