შემთხვევა ყაზბეგში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონიტორინგის ცენტრი საგამოძიებო ორგანოს ყაზბეგის მერით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. საუბარია 25 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, პირველი ჯგუფის ინვალიდს, ომაზ კოჭლამაზაშვილს თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი წინაპრების სასაფლაოზე და დააზიანეს საფლავი. ოჯახის ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი ის მიწის ნაკვეთი გახდა, რაც კოჭლამაზაშვილების ოჯახს სასაფლაოს მიმდებარედ გააჩნია. ოჯახის ინფორმაციით, თავდასხმის ორგანიზატორი იყო ყაზბეგის მერი ალეკო ზაგაშვილი, რომელიც უკანონო გზით 1400 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდებას ცდილობს. კოჭლამაზაშვილების ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი ოჯახს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დროისათვის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმაში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის. ოჯახის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ყაზბეგის მერი, რომელიც ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ალეკო ზაგაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება დისკრედიტაციას და ოჯახს საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა ყაზბეგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#COVID19 - ვითარება ყაზბეგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება ყაზბეგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება ყაზბეგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება ყაზბეგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავტოსაგზაო შემთხვევა ასათიანის და ყაზბეგის კვეთაზე
Gio Zavradashvili