13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. 2022 წლის თემა - „რადიოსანდობაა“, იმის ნიშნად, რომ რადიო ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ ითვლება. „ხალხი ენდობა რადიოს, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველგან არის გავრცელებული“, – ნათქვამია იუნესკო-ს განცხადებაში. რადიოს მსოფლიო დღე რადიოს ცნობადობის ამაღლებას, მისი საშუალებით ინფორმაციის მიღებას და სხვადასხვა საერთაშორისო რადიოებს შორის კავშირის დამყარებას ემსახურება. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო. მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი კავშირგაბმულობის შენობიდან პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გავიდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება
Trialeti TV
რადიოს მსოფლიო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება – ნიკოლოზ წულუკიძ...
TV religia
13 თებერვალი - რადიოს საერთაშორისო დღე
Music Box
World Radio Day - 13 February 2021 #DBWyouth #MakeWorldBette...
Development for a Better World
რადიოს საერთაშორისო დღე - ლიდერი რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" მუს...
Music Box
რადიოს საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 თებერვალი - რადიოს მსოფლიო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster