საქართველოს პირველი არხი 64 წლისაა
1956 წლის 30 დეკემბერი - დღე, როდესაც საქართველოში სატელევიზიო ისტორიის ათვლა დაიწყო. დღეს პირველი არხის დაბადების დღეა. 64 წლის წინ მთაწმინდაზე მდებარე ტელე-ხედვის სტუდიიდან მაყურებელს პირველად მიესალმნენ და კინოსტუდიიდან ნათხოვარი კამერით დამდეგი წელი ცნობილ ადამიანებზე მომზადებული საახალწლო გადაცემით მიულოცეს. არსებობის ხანგრძლივ ისტორიაში წარმატებებთან, სიახლეებთან, ტექნიკურ გადაიარაღებასთან, ტექნოლოგიურ პროგრესთან და საეთერო ბადის გამრავალფეროვნებასთან ერთად იყო ბევრი სირთულე და გამოწვევა. მუდმივად პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ტელევიზია ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანედ იქცა. საქართველოს პირველი არხის საეთერო ბადეში დღეს არაერთი საერთაშორისო ლიცენზირებული და რეიტინგული ტელეპროექტია. საინფორმაციო პოლიტიკური და გასართობ-შემეცნებითი გადაცემების გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო პანდემიის დროს შექმნილი ახალი არხი ტელესკოლა, რომელიც კორონავირუსის პირობებში სკოლის მოსწავლეებისთვის განათლების მიღების მთავარ საშუალებად იქცა. არანაკლებ საინტერესო იქნება საქართველოს პირველი არხის 2021 წლის ეთერი, სლოგანით „უყურე და უსმინე ქართულს“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პირველი არხი 64 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხი 64 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი 64 წელი მაყურებელთან ერთად #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხის ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოქალაქე რეპორტიორი“ - საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარნეულში საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ფიზიკურად გაუს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster