9 აპრილის მონაწილე ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები მარინა აბეჩხრიშვილი, რომელიც 9 აპრილის მონაწილეა, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. აბეჩხრიშვილი ამბობს, რომ ფულადი დახმარების თხოვნით, კახეთის გუბერნატორს და გამგეობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, წამლების ყიდვასაც ვერ ახერხებს.
9 აპრილის მონაწილის ბრალდებას გამოეხმაურნენ კახეთის გუბერნატორი და თელავის გამგებელი. ირაკლი შიოლაშვილის და გივი მეტრეველის განცხადებით, მარინა აბეჩხრიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გამოკვლევები ჩაუტარდა და შესაბამისი დახმარებაც გაეწია.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lTHvdw

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან