საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის EBU #SayHi კამპანიას უერთდება


საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის EBU #SayHi კამპანიას უერთდება, რომელიც ბავშვებში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლას და მსოფლიოში მეგობრობის ხელშეწყობას ემსახურება.
12 ნოემბერს, საქართველოს დროით 15 საათზე, ბავშვები მსოფლიოს გარშემო საერთო სიმღერით და ცეკვით ერთიანდებიან.
13 ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნორვეგიის მაუწყებლის მიერ შექმნილი სიმღერის მაგალითზე ჩაწერა სიმღერა საკუთარ ენაზე და უზრუნველყო სპეციალურად შექმნილი ცეკვის ქორეოგრაფიის გავრცელება.
გადაცემა „რანინას“ კონკურსანტები ასრულებენ სიმღერას ქართულ ენაზე და ცეკვას, რომელიც 12 ნოემბერს თითოეული ბავშვის მიერ მსოფლიოს გარშემო შესრულდება.
ისწავლე ცეკვა, შემოგვიერთდი 12 ნოემბერს, 15 საათზე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და გახდი მეგობრობის კამპანიის ნაწილი.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან