ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა


გლდანის მეორე მიკრორაიონში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. უბედურ შემთხვევას დედა, მამა და მათი სამი მცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა. ოჯახმა ბინა რამდენიმე დღის წინ იქირავა. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში შესვლისას მაშველებს გაზქურის ღუმელი ანთებული და ღია დახვდათ. კომპანიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, გაზქურისა და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს, ბინაში CO გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები, წერია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტრაგედიის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან