მომხმარებლის უფლებების დაცვა

03/17/2023
Finedu-ის მიერ

თემა: მომხმარებლის უფლებების დაცვა

15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.
წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი 6 უწყება, მათ შორის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო (სააგენტო) აღნიშნულ დღეს ერთობლივი ღონისძიებებითა და საინფორმაციო კამპანიის კვირეულით ხვდება.
2022 წლის 1 ივნისს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი ამოქმედდა, მოგვიანებით სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა და უკვე 1-ელი ნოემბრიდან მომხმარებლების მიმართვის საფუძველზე მათი უფლებების შესაძლო დარღვევების შესწავლას ახორციელებს.

რა როლი აქვს სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში?
რა ღონისძიებები გაატარა სააგენტომ 1 აგვისტოდან დღემდე?
რა ღონისძიებებია დაგეგმილი?
როგორია მომართვიანობის სტატისტიკა?
რა მიმდინარე აქტივობები ტარდება ამ ეტაპზე სააგენტოს ინიციატივით?

რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“ სპიკერი სწორედ ამ საინტერესო საკითხებზე ისაუბრებს.

00:00 დასაწყისი;
02:48 მომხმარებლის უფლებების დაცვა;
15:11 რა როლი აქვს კონკურენციის სააგენტოს უფლებების დაცვის დროს?
25:31 რა ღონისძიებები ტარდება სააგენტოს მიერ, რომ ინფორამცია სწორად მივიდეს მომხმარებლამდე აღსრულების პროცესის დაწყებამდე?
35:43 რა არის ხშირი საკითხები, რომელიც კანონის შემოღების პროვოცირების მიზეზი გახდა?
46:00 დასასრული.

გახსოვდეთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილების საუკეთესო გზა, რისკებისა და შესაძლებლობების რეალისტურად შეფასებაა. შეფასებაში კი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა დაგეხმარებათ.

#Finოსოფიურიდღიურები #ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ

ვიდეოები „Finedu"-ისგან