განცხადება მთავრობის ადმინისტრაციასთან

12.04.2021 00:56

„დაასრულე საბჭოთა მემკვიდრეობა“, - ამ სახელით საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „ეროვნული იმპერატივი“ მთავრობის ადმინისტრაციასთან კამპანია დაიწყო. გაერთიანებამ უწყებაში წერილობით ხუთი ძირითადი მოთხოვნა წარადგინა, რომლებიც მათივე თქმით, საქართველოს მასშტაბით საბჭოთა მემკვიდრეობის დასრულებას შეუწყობს ხელს. ორგანიზატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კამპანია საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის თავთან დაკავშირებით დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: