მესტიამ „გემოფესტს“ უმასპინძლა


სვანეთში გემოფესტი დასრულდა. ორი დღის განმავლობაში, მესტიის ცენტში მისულ სტუმრებს ადგილობრივი მზარეულები მასპინძლობდნენ. ტრადიციული კერძების გარდაქმნილი და გათანამედროვებული ვარიანტები - ეს „გემოფესტის“ მთავარი კონცეფციაა. სვანურ ტრადიციულ კულინარიაზე დაყრდნობით, ახალი ვერსიების შესაქმნელად, ადგილობრივ ოჯახებთან ერთად, დედაქალაქიდან ჩასული მზარეულები მუშაობდნენ.

„გემოფესტი“ პირველად გასული წლის ზაფხულში, რაჭაში ჩატარდა, შემდეგი რეგიონი კი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებულ ფესტივალს უმასპინძლებს, გურიაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან