გრანელობა წალენჯიხაში

10.10.2022 00:54

წალენჯიხაში გრანელობას აღნიშნავენ - ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში დაიწყო. წალენჯიხის მეგობართა კლუბის დაფინანსებით გამოიცა ტერენტი გრანელის ნამუშევრების ალბომი „უცნობი ტერენტი“. დღის მეორე ნახევარში კი ჯვარის კულტურის სახლში დაგეგმილია მონოსპექტაკლი „მე და ტერენტი“. მოგვიანებით გაიმართება წიგნის პრეზენტაცია და „მოძრაობის თეატრის“ სპექტაკლი. გრანელობას დაასრულებს ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33 ა კონცერტი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: