წმინდა ცეცხლის რიტუალი უჩვეულო ვითარებაში შესრულდა
უჩვეულო ვითარებაში შესრულდა წმინდა ცეცხლის რიტუალი ქრისტეს აღდგომის ტაძარში. პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, სადაც როგორ წესი ხალხმრავლობაა ხოლმე, ამჯერად კი სიტუაცია სრულიად განსხვავებული იყო. ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. აღდგომის ტაძრის კარი, წელს პირველად, მომლოცველების გარეშე, 15-მდე პირის თანხლებით გაიხსნა, მათ შორის იყვნენ სამართალდამცველები და სასულიერი პირები. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა, თბილისის დროით 14 საათსა და 50 წუთზე, გამოიტანა. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ტაძარში შესვლის უფლება მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა, კოპტებისა და ასირიული ეკლესიის წარმომადგენლებს ჰქონდათ. როგორც იცით, ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს და წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ წარმომადგენლობებს თვითმფრინავების დატოვების უფლებაც არ ექნებათ. მათ ცეცხლს საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან. სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს საქართველოშიც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 12 საათზე, 27 აპრილი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 18 საათზე, 27 აპრილი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE