ლაზარე გრიგორიადის სასამართლო პროცესი გადაიდო


ლაზარე გრიგორიადის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. მიზეზი თავად გრიგორიადისის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. მან სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი გამოთქვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, ეს დაშვებულია მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებულს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს, რაც ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოცხადებას ითხოვს. საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დარჩა. მხარეების მიერ ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას შეძლებს. რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან