„მთის დღეები“ შატილში


შატილში ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები არიან შეკრებილი. „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში ღონისძიებები ხევსურეთში წელს იმართება. საფესტივალო ტერიტორიაზე აქტივობები უკვე დაიწყო - პროგრამა მრავალფეროვანია. სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი მზარეულებისა და ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული კერძების დეგუსტაცია, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები.

სხვა რეგიონების მსგავსად, დაჯილდოების ცერემონია ხევსურეთშიც გაიმართება. საზოგადოების განწყობაზე კი იზრუნებს DJ, ხოლო საღამო ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან