TBILISI POTO FESTIVAL 2015
25 სექტემბერს, 18:00 საათზე, აბანოთუბანში (ლეღვთახევში), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი თბილისის ფოტოფესტივალის გახსნას დაესწრება. ფესტივალი გერმანელი, პოლონელი და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტით “ომის შემდგომი ისტორიები” გაიხსნება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება. რიგით მეექვსე თბილისის ფოტოფესტივალი 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამა 200-მდე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფის ნამუშევარს აერთიანებს, რომელიც ექსკლუზიური გამოფენების, მასტერკლასების და ტრადიციული „ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. წელს თბილისის ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარია ცნობილი ჯგუფი „#DYSTURB“, რომელიც ფრანგ ფოტოჟურნალისტებს აერთიანებს. 26 სექტებერს, 17:00 საათზე, ფრონტლაინ კლუბში ჯგუფის წევრები ღია ლექციას და პრეზენტაციას ჩაატარებენ. ჯგუფი „#DYSTURB“ მსოფლიოში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გიგანტური ფორმატის ფოტოების გაკვრა სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ფასადებზე დაიწყო. დიდი ფორმატის ფოტოები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს და ურბანული პეიზაჟის ნაწილი ხდება. 24 სექტემბრიდან ძველი თბილისის ქუჩები #DYSTURB-ის მიერ შერჩეული იმ ფოტოებით დაიფარება, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად, თანამედროვე სამყაროსთვის აქტუალურ მწვავე სოციალურ პრობლემებს ეხმიანება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თბილისის ფოტოფესტივალი 2013
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტრო-თბილისის ფოტოფესტივალი 2013
culturegovge culturegovge
თბილისის ფოტოფესტივალი 2013
culturegovge culturegovge
Tbilisi Photo Festival 2013 - ფესტივალის გახსნა 28 მაისს, 19...
Artareatv
ფოტო მომსახურეობა– ლაბორატორია
ფოტო ლაბორატორია
არ გამოტოვოთ საჩუქარი ბრავოსგან
Bravo Card
Learn Georgian with Georgian2go - to be (4) #learngeorgianla...
Georgian2go
ხელოვნების შთაგონებით იბადება ხედვა და დიდი ძლისხმევით იქცევ...
prime group