მძიმედ დაშავდა ტურისტი სოფელ ომალოში

02.09.2018 00:45

მძიმედ დაშავდა ტურისტი სოფელ ომალოში. 33 წლის ქალი ცხენიდან გადმოვარდა და თავის ქალის დაზიანება მიიღო. მაია გულეური საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ის უკვე წლებია გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობს. თუშეთში კი სამოგზაუროდ ჩამოვიდა. შემთხვევა დილით მოხდა. ტურისტი ჯირითის დროს გადმოვარდა და გონება დაკარგა. დაშავებული თელავის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: