ამერიკელი სენატორების მიმართვა
ამერიკელი სენატორების განცხადებით, დიდ შვიდიანში ვლადიმერ პუტინის დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო წერილში, რომლითაც კანონმდებლებმა დონალდ ტრამპს მიმართეს. მათი თქმით, დიდი შვიდიანის დანიშნულება არის „დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთო ღირებულებების დაცვით“, ხოლო რუსეთი არ წარმოადგენს არც დემოკრატიულ ინსტიტუციებს და არც ეკონომიკურ ძალას, რომელიც უნდა შეუერთდეს ჯგუფს“. წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო გარიცხეს და რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო შეთანხმებების უხეში დარღვევა, ამიტომ რუსეთის მთავრობა არ იმსახურებს ნდობას, იყოს წარმოდგენილი ლიდერად მსოფლიო ასპარეზზე. ამას გარდა, ამერიკელი სენატორების თქმით, რუსეთი, დიდი რვიანიდან გარიცხვის შემდეგაც არაფრად აგდებდა საერთაშორისო ნორმებს და კანონის უზენაესობის პრინციპს. რუსეთის ასეთი ქცევის მაგალითებს შორის წერილში ნახსენებია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ფეისბუქ გვერდზე , ვიდეო მიმართვაში...
Rioni.TV
მიხეილ სააკაშვილი - ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ეროვნული გმ...
სააგენტო GUARDIAN GE
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩვენ გვიყვარს ჩვენი პლანეტა, შემოგვიერთდი შენც !
RIC DOG
ზელენსკი ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა - მხარეთა პოზიციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადება „ფრონტერას“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკელი სენატორების ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster