კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
ადამიანი, რომელმაც ქართულ თეატრსა და კინოში ეპოქა შექმნა - თეატრალურ სცენაზე და კინო ეკრანზე განსახიერებული 200-მდე პერსონაჟი და ათეულობით ჯილდო და პრემია - კახი კავსაძე გარდაიცვალა. გამოირჩეოდა მკვეთრი ინდივიდუალიზმით, მაღალი პროფესიონალიზმით, ნიჭიერებით და თავმდაბლობით. თვეების წინ ჩაწერილ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, რომ ყველაზე მეტად სცენაზე ყოფნა ენატრებოდა. როდესაც თეატრის და კინოს ერთმანეთთან შედარებას სთხოვდნენ, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ფილმებში კარგად თამაშისთვის აუცილებლად უნდა ყოფილიყო თეატრში. ასაკის მიუხედავად, ბოლო წლებშიც აქტიური შემოქმედებითი საქმიანობით იყო დაკავებული. საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველი სახალხო არტისტი უხერხულად გრძნობდა თავს, როდესაც 1989 წლის 9 აპრილის ღამის სარისკო გადაწყვეტილებას ახსენებდნენ. საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევის დროს ათეულობით მოქალაქე კახი კავსაძემ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დამალა და სიკვდილს გადაარჩინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კახი კავსაძე გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო კახი კავსაძეს დაემშვიდობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამომშვიდობება გენიალურ კახი კავსაძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო კახი კავსაძეს დაემშვიდობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო კახი კავსაძეს ემშვიდობება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლეგენდარული კახი კავსაძე დღეს 85 წლის გახდა
TV IMEDI
#ახალიდღე რეზო ესაძის 85 წლის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახი კავსაძე 85 - ნიკოლოზ წულუკიძის ინტერვიუ ლეგენდარულ მსახ...
TV IMEDI