პარტიამ „სამართლიანობისთვის“ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა


პარტიამ „სამართლიანობისთვის“, ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. ყრილობა სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ორგანიზაციის სლოგანი „ქალები სამართლიანობისთვის“ იქნება.

მიზანი კი - საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარუფლებიანი მონაწილეობის ხელშეწყობაა. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა, გენდერული თანასწორობის საკითხების მოგვარება და ქალთა მეტი ინტეგრაცია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით ეკა ბესელიამ მიმართა და ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან