300-ლარიანი კომპენსაციების საკითხი

19.12.2020 01:15

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა. ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირები, რომლებსაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას. დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული. პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემა_stopcov
06:56

ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემა_stopcov

Revenue Service

ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემა
06:56

ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემა

Revenue Service

შედეგების დამტკიცება ხმაურის ფონზე / ეპიდემიამ კიდევ ორი ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა #LIVE
01:02:15

შედეგების დამტკიცება ხმაურის ფონზე / ეპიდემიამ კიდევ ორი ახა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მთავრობას სავაჭრო ცენტრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
12:35

მთავრობას სავაჭრო ცენტრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ჯ...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემა _ განახლებული ვიდეო ინსტრუქცია
08:08

ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემა _ განახლებული ვიდე...

Revenue Service

სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამა
05:39

სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია  დღეს იწყება
02:02

კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწყება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ
02:38

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

ყველა ვიდეო