ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის დრამატულ თეატრში ცეკვის ანსამბლ „იმედის“ საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მრავალრიცხოვანი მაყურებელი ესწრებოდა. თეატრის სცენაზე მათ მიერ შესრულებულ ქორეოგრაფიული ნომრების შემდეგ ადგილობრივმა ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა, რამოდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულა. ღონისძიების დასასრულს, ქალაქ თელავის მერის სახელით, ანსამბლ „იმედს“ საიუბილეო დღე მიულოცა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა. ფიქრია ყუშიტაშვილმა მათ მადლობის სიგელი და წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1zsq4qR
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1zsq4qR