ექსკლუზიური ინტერვიუ კინორეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევთან "იმედის დღეში"

22.10.2018 07:03

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტის - "თანამედროვე კინოს დიდოსტატები" - რიგით მეორე, შემოდგომის სესიის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის "დაბრუნება" ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო "ოქროს ლომი" დაიმსახურა, ხოლო ფილმები "ელენა" , "ლევიათანი" , "უსიყვარულოდ" კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ადნრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო. 22-23 ოქტომბერს მასტერკლასი ჩატარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 24 ოქტომბერს კი საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართება ფილმის "უსიყვარულო" სარეჟისორო ვერსიის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ავტორთან ღია დისკუსიაში ჩაერთოს. ◾ პროექტის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ◾ პროექტის გენერალური მხარდამჭერია adjaranet.com მედიამხარდამჭერები არიან: Artarea/Tv2.0 Cinemania.ge ინდიგო • Indigo ©TV Imedi:    • ექსკლუზიური ინტერვიუ კინორეჟისორ  ანდ...   ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ საიტს https://www.imedi.ge/ge/shows/34/imed...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო