თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა

24.03.2022 01:42

ქვეყანაში ბოლო წლებში თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის შემთხვევების მცირედით ზრდა ფიქსირდება. განცხადება ამის შესახებ დარგის ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრაზე გააკეთეს, რომლის მიზანიც თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშეწყობა იყო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო გამოცდილებას და პროტოკოლთან მიერთების დადებით მხარეებს. განისაზღვრა პროტოკოლთან მიერთებისთვის საჭირო შემდგომი ღონისძიებები. აღნიშნული პროტოკოლი უკვე მოქმედებს 64 ქვეყანაში. საქართველოს მიერთება მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რათა მისი საზღვრები დაცული იყოს საქართველოდან თამბაქოს კონტრაბანდული ნაწარმის შესვლისგან. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, პროტოკოლთან მიერთება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, მიიღოს ტექნიკური დახმარება, გაამკაცროს ადმინისტრირება და კორუფციასთან ბრძოლა, რისი განსაკუთრებული საჭიროებაც არის კონფლიქტურ რეგიონთან, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, საიდანაც კონტრაბანდული თამბაქოს ნაწილი შემოდის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"შევაჩეროთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა\" - დაავადებათა  კონტროლის ცენტრში აქცია გაიმართა
00:35

"შევაჩეროთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა" - დაავადებათა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასაზღვრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო
00:53

სასაზღვრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო თამბაქოს ნაწარმი ამ...

allpress press

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო
02:42

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სას...

საქართველოს პროკურატურა

თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
00:46

თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა იცვლება თამბაქოს  მწარმოებლებისთვის? - ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
04:55

რა იცვლება თამბაქოს მწარმოებლებისთვის? - ცვლილებები საგადას...

Business Media Georgia

თამბაქოს ნაწარმის ხილულ სივრცეში გასაყიდად განლაგება იკრძალება
04:03

თამბაქოს ნაწარმის ხილულ სივრცეში გასაყიდად განლაგება იკრძალე...

Trialeti TV

თამბაქოს ნაწარმის ნაწილი რუსული წარწერებით იყიდება
05:01

თამბაქოს ნაწარმის ნაწილი რუსული წარწერებით იყიდება

TV Formula

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია
00:45

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია

NCDC Georgia

ყველა ვიდეო