ატენის ხეობაში ხანძარია

05.09.2018 02:25

ატენის ხეობაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ორი კერა ტყის მასივში გაჩნდა.

წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი.

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო კი, დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ქრობისპროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე 7 ათტონიანიწყალმზიდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებასაც აპირებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine