სახელმწიფო დროშის დღე
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშა აღიმართა. პრეზიდენტმა ეს დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა და მათ სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „სახელმწიფო დროშაც, სასახლეც თითოეული თქვენგანისაა, ამითაა ეს სხვა უწყვეტობა ხალხსა და სახელმწიფოს შორის, ამასაც ხაზი უნდა გაესვას. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები. „ამ დროშას ჰყავს გმირი, ჩვენი დღევანდელობის გმირი - გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც თავისი დროშისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე უარი განაცხადა და ამისთვის სიცოცხლე დათმო. ეს არის ძალიან ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს დროშა. დროშისადმი პატივისცემა ეს გახლავთ ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა და მისდამი თავდადება,“ - განაცხადა ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა გონგაძემ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სახელმწიფო დროშის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო დროშის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო დროშის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო დროშის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო დროშის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო დროშის დღე
TV IMEDI
სახელმწიფო დროშის დღე
Salome Zourabichvili
სახელმწიფო დროშის დღე
TV IMEDI