საია ეკა ბესელიას ინტერესებს დაიცავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ეკა ბესელიას ინტერესებს დაიცავს. ეკა ბესელიამ საია-ს იურისტებთან ერთად ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. საუბარია 2019 წლის იანვარში, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალაზე. აღნიშნული საქმის გამოძიება 2019 წლის 28 იანვარს დაიწყო, თუმცა, როგორც საია ამბობს, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, ორ წელზე მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ, პროკურატურის მიერ პასუხისგებაში მიცემული არიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც შეინახეს ან გაუზიარეს სხვა პირებს აღნიშნული ჩანაწერი, ხოლო ის პირები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ აღნიშნული ჩანაწერის შექმნაში და არიან პირველწყარო, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ეკა ბესელიას განცხადებით, ეს საქმე თაროზეა შემოდებული და ამ დრომდე პირველწყარო დადგენილი არ არის. მისი თქმით, თუკი გამოძიება სიმართლეს არ დაადგენს, არ გამორიცხავს არაობიექტურად ჩატარებული გამოძიების გამო, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეკა ბესელიას ინტერესებს დაიცავ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია-ს მონიტორინგის შედეგები - ეკა ბესელია
TV Pirveli
რა ხარვეზებზე საუბრობს საია - "მოამბის" კითხვებს ეკა ციმაკურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეკა გიგაურის კომენტარი
Tabula ტაბულა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არგუმენტების დრო - რუსეთ-აფხაზეთის პოლიტიკური ფარსი; საზოგად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არგუმენტების დრო - ფარული ჩანაწერები და საზოგადოების რეაქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი სტუდია - რატომ გვიწევს არჩევანის მტკიცება აქციებით,...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster