✔ მასტერკლასები ქორეოგრაფიაში / აფხაზური ცეკვის მასტერკლასი / Masterklasebi / CHUB1NA.GE

17.11.2021 03:38

● ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ქართული (აფხაზური) ცეკვის მასტერკლასის მესამე, დასკვნითი დღე ჩატარდა. მასტერკლასში 75 ქორეოგრაფ-ქორეოლოგი და მოცეკვავე მონაწილეობდა. მასტერკლასს უძღვებოდნენ აფხაზეთის ანსამბლ ,,შარათინის" მოცეკვავეები და ქორეოგრაფები: სერგო გეგეჭკორი, ბიანა დარასელია და თემურ დარჯანია. პროექტის მიზანი გახლდათ: აფხაზური საცეკვაო ნიმუშების სიღრმისეული შესწავლა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით და რა თქმა უნდა, აფხაზური ცეკვის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. მასტერკლასი 17 ნოემბერს დასრულდა. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ● პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ. ● სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ: CHUB1NA.GE ● 17.11.2021 ● Georgian Dance News: CHUB1NA.GE ● https://www.facebook.com/chub1na.ge

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო