✔ მასტერკლასები ქორეოგრაფიაში / აფხაზური ცეკვის მასტერკლასი / უჩა დვალიშვილი / CHUB1NA.GE

16.11.2021 05:26

● ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ქართული (აფხაზური) ცეკვის მასტერკლასის მეორე დღე ჩატარდა. მასტერკლასში 75 ქორეოგრაფ-ქორეოლოგი და მოცეკვავე მონაწილეობს. მასტერკლასს უძღვებიან აფხაზეთის ანსამბლ ,,შარათინის" მოცეკვავეები და ქორეოგრაფები: სერგო გეგეჭკორი, ბიანა დარასელია და თემურ დარჯანია. პროექტის მიზანია: აფხაზური საცეკვაო ნიმუშების სიღრმისეული შესწავლა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით და რა თქმა უნდა, აფხაზური ცეკვის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. მასტერკლასი 17 ნოემბერს დასრულდება. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ● პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ. ● სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ: CHUB1NA.GE ● 16.11.2021 ● Georgian Dance News: CHUB1NA.GE ●   / chub1na.ge

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო