საარჩევნო კამპანია


ოზურგეთში პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ საარჩევნო კამპანია დაიწყო. პრეზენტაციას პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც დაესწრო. დღესვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინეს. პარტიის წევრთა განცხადებით, 1905 წლის გურული გლეხების ცნობილი მოთხოვნები თავისუფლებასთან დაკავშირებით, კვლავაც აქტუალურია და აღნიშნული პარტია სწორედ თავისუფლების დაბრუნებისთვის იბრძვის. მათ ბახვის მანიფესტს სიმბოლურად ხელიც მოაწერეს. დღესვე ოზურგეთში გაიხსნა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ოფისი. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ის ნებისმიერი მსურველისთვის ღია იქნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან