კონგრესი დონალდ ტრამპს ჩვენების მისაცემად იბარებს

14.10.2022 00:39

აშშ-ის კონგრესი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იბარებს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იმ კომიტეტმა მიიღო, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის საქმეს იძიებს. ტრამპის გამოძახების გადაწყვეტილება კომიტეტის ცხრა წევრმა მიიღო. დათანხმდება თუ არა ტრამპი კონგრესში ჩვენების მიცემას, ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ასობით ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: