გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

15.05.2014 01:16

გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა გამოცდები 4 საგანში: ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში ოქტომბერში ჩააბარეს. მოსწავლეებმა, რომლებმაც შემოდგომაზე ვერ გადალახეს ზღვარი (ან ვერ გამოცხადდნენ), შესაძლებლობა აქვთ, კიდევ ერთხელ ჩააბარონ ეს გამოცდა, დანარჩენ ოთხ საგანთან ერთად. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც უკვე დაასრულეს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 36 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1ouGedI

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო