საქართველოში ვაქცინაციის დაწყება მარტის ბოლოს იგეგმება

05.03.2021 06:49

სატელეფონო ზარი, რომელსაც მთელი ქვეყანა ელოდა. შეცვლილი თარიღი ცნობილია: საქართველო „კოვაქს-პლატფორმიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ ნაკადს 22 მარტიდან მიიღებს. საუბარია 30 000-მდე დოზაზე, რომლითაც სამედიცინო პერსონალის 15 000 წარმომადგენელი უნდა აცრან. იგივე დრო სახელდება „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშიც. პირველ ეტაპზე, ანუ 22 მარტიდან „ასტრაზენეკას“ 129 000 დოზის მიღებაა დაანონსებული. ახალი თარიღი „კოვაქს პლატფორმასთან“ სატელეფონო საუბრის დროს დაზუსტდა. თუმცა, გაუგებარი დარჩა ვაქცინების დაგვიანებით მოწოდების მიზეზი. როგორც ირკვევა, „კოვაქსის“ გარდა ჯანდაცვის სამინისტრო დღეს კომპანია „ფაიზერის“ სათაო ოფისსაც ესაუბრა, რომელმაც ვაქცინების შესანახ ადგილებზე დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.  თებერვლის ნაცვლად მარტის ბოლოს მისაღები დოზები მოსახლეობის მხოლოდ 4%-მდე ნაწილს მოიცავს. ამიტომ, შეზღუდვების გაუქმების ფონზე, ეპიდემიოლოგები მესამე ტალღის საშიშროებაზე საუბარს ააქტიურებენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში
04:25

კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 150 000 დოზას მიიღებს
03:38

საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 150 000 დოზას მიიღებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მარტი აპრილისთვის დაიწყება
01:30

საქართველოში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მარტი აპრილისთვის დაიწყ...

TV IMEDI

მელია მანდატის გარეშე / დავით გარეჯის საქმე არსებით განხილვაზე #LIVE
01:05:27

მელია მანდატის გარეშე / დავით გარეჯის საქმე არსებით განხილვა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქუთაისში
01:07

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქუთაისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო
08:08

„სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„კოვიდ-19“ - ვაქცინის მიღების პროცესი
06:13

„კოვიდ-19“ - ვაქცინის მიღების პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
05:53

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო