ევაკუაცია იუსტიციის სახლში

02.08.2023 01:45

თბილისის იუსტიციის სახლში დღეს ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სამსახურები, მათ შორის კინოლოგები. სამართალდამცავები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ. იუსტიციის სახლში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება 15-დან 16:00 საათამდე პერიოდში შევიდა. უწყებაში გამოცხადდა განგაში. მოქალაქეებსა და თანამშრომლებს ტერიტორია დაცვამ დაატოვებინა. საღამოს 21:00 საათამდე ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დამზადებულია და მოქალაქეებს უნდა გაეტანათ, გაიცემა იუსტიციის სახლის პარკინგზე მობილური ჯგუფის მიერ. იუსტიციის სახლის ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი საპოლიციო ლენტით არის შემოფარგლული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: