ისრაელის მიმართვა აშშ-ს


დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შემდეგ ისრაელის მთავრობა ვაშინგტონს მოუწოდებს, გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიაროს.
გაეროს რეზოლუციაში ანექსირებულ ტერიტორიად გამოცხადებული მაღლობები, შესაძლოა, რეგიონში მორიგი კონფლიქტის ესკალაციის მიზეზად იქცეს. სირიის დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობების ანექსია ისრაელმა 1967 წელს მოახდინა, როცა 6-დღიანი ომი სამ არაბულ ქვეყანას ერთდროულად მოუგო.
სირიის დღევანდელი დიქტატურული რეჟიმი, რომელმაც სამი თვის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლირებულია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ გოლანის მაღლობების აღიარება რუსეთმა საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან