"ლიდერფუდის" სუპერმარკეტების ქსელის პირველი რეგიონული ფილიალი ქუთაისში გაიხსნა


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
ლიდერფუდის - საფირმო სუპერმარკეტების ქსელმა რეგიონების მასშტაბით პირველი ფილიალი ქუთაისში, გელათის ქუჩის 2 ნომერში, 30 ივლისს საზეიმოდ გახსნა.

სუპერმარკეტში მომხმარებლებს ლიდერფუდის 60-მდე დასახელების საფირმო ხორცპროდუქტის შეძენა შეუძლიათ, მათ შორის სოსისების, ძეხვეულის, სერველადების, დელიკატესებისა და სოუსების. ლიდერფუდი ადგილობრივებს კაფეტერიის კუთხესაც სთავაზობს, სადაც გემრიელი ყავის, ტკბილეულისა და მზა პროდუქტების დაგემოვნებაა შესაძლებელი. კაფეტერიაში უფასო ინტერნეტითაც ისარგებლებთ.

ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით ლიდერფუდის ხორცპროდუქტებზე აქცია მოქმედეს. ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ მზა პროდუქტები საღამოს საათებში. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა აქციას ყოველთვიურად შესთავაზებს.

ლიდერფუდის ფილიალის გახსნამ ქუთაისში დამატებითი 15 სამუშაო ადგილი შექმნა. კომპანიამ დასაქმების საშუალება ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცა.

ლიდერფუდის სუპერმარკეტის გახსნას მიესალმებიან ადგილობრივები და აღნიშნავენ რომ ხორცპროდუქტი მათი საყვარელი საკვებია.

კომპანია „ლიდერფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და 100-მდე დასახელების ხორცპროდუქტს აწარმოებს. „ლიდერფუდი - საფირმო სუპერმარკეტების ქსელი’’ კი საქართველოში 2018 წელს გამოჩნდა. პირველი საფირმო მაღაზია თბილისში 15 სექტემბერს გაიხსნა. ამჟამად კომპანია სულ 17 ფილიალს ფლობს. წლის ბოლომდე კი საქართვლოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში კიდევ რამდენიმე ობიექტის დამატება იგეგმება.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან