„ლიდერფუდის“ თანამშრომლების გაფიცვა
მცხეთაში, კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი გენერალური დირექტორის, რომა ანთიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდება, კომპანია ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს. მათი თქმით, ერთ-ერთი მეწილე ირაკლი დუმბაძე გენერალურ დირექტორს არ აძლევს მისი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების საშუალებას. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, არსებობს საშიშროება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მმართველი დაინიშნება, საკადრო ცვლილებები მოხდება. როგორც გენერალური დირექტორი „მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, მეწილე ირაკლი დუმბაძე მას გამოგონილი ბრალდებებით სასამართლოში უჩივის, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვოს. კომპანია „ლიდერფუდის“ 50 %-იანი წილის მფლობელი ირაკლი დუმბაძე საქართველოს პირველი არხის ზარებს არ პასუხობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლიდერფუდის ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გაიხსნა - Palitran...
Liderfood
დავა „ლიდერფუდის“ გარშემო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიდერფუდის ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნა
Liderfood
ლიდერფუდის ხორცპროდუქტების საწარმოს გახსნა - TV იმედი
Liderfood
ლიდერფუდის ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნა TV pirveli
Liderfood
საინფორმაციო მედია ტური ლიდერფუდში
Liderfood
ლიდერფუდის საწარმო
Liderfood
ლიდერფუდის გემრიელი იდეები - მოხარშული ძეხვი
Liderfood