პროექტზე „ქართულ-გერმანული ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრი“

07/03/2019
Ilia State University-ის მიერ

დავით თარხნიშვილი - ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და გიორგი იანქოშვილი - ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მკვლევარი ახალი დღის ეთერში საუბრობენ პროექტზე „ქართულ-გერმანული ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრი“ (GGBC; https://ggbc.eu/).

პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტებისა და გერმანელი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია.

პროექტის ფარგლებში იგეგმება კავკასიის რეგიონში გავრცელებული ყველა ჯგუფის ცოცხალი ორგანიზმის (ცხოველები, მცენარეები, სოკოები, მათ შორის ველური სახეობები და შინაური ჯიშები) „დნმ - ბარკოდირება“, ანუ სრული გენეტიკური ნუსხისა და მონაცემთა ბაზის მომზადება.

„ბიობლიცმა“, რომელიც პირველად 2018 წლის ზაფხულში გაიმართა, მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო და გერმანელი თანამშრომლების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამიტომ ამ ღონისძიების ტრადიციად ქცევა გადაწყდა. წელს „ბიობლიცი\" დიდ კავკასიონზე, სტეფანწმინდის მიდამოებში გაიმართება.

ვიდეოები „Ilia State University"-ისგან