პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან


მთავრობის ორთვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტურობა განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის შედგა. ექსპერტების შეფასებით, პირველადი მონაცემებით ირკვევა, რომ რეგულაციებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა ქვეყანაში მობილობის შემცირების თვალსაზრისით, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება, იმის გათვალისწინებითაც, რომ პარალელურ რეჟიმში მთავრობამ ინტენსიური ტესტირების პროგრამა დაიწყო. ასევე აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და ფრთხილად, ეპიდვითარების ანალიზის შედეგად განხორციელდეს, ვინაიდან მობილობის სწრაფი ზრდა მაღალი რისკის შემცველია. ამასთან, სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეფექტური შედეგის მისაღებად, მოქალაქეთა მხრიდან პრევენციული წესების შესრულებას განსაკუთრებული როლი აქვს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან