ბერლინალეს დირექტორი კარლო შატრიანი წარადგენს ალექსანდრე კობერიძის ფილმს ფესტივალის მთავარ კონკურსში

11.02.2021 00:37

© Berlinale - Berlin International Film Festival https://www.facebook.com/berlinale 11 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალმა გამართა ფესტივალის 2021 წლის გამოშვების ვიდეო პრეზენტაცია. ბერლინალეს დირექტორმა კარლო შატრიანმა წარადგინა კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილე ფილმები, მათ შორის ალექსანდრე კობერიძის ფილმი "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ". თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი შეირჩა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში!

გაზიარება: