კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ  - მხარეთა პოზიციები


სადავო კანონპროექტის მიღებას ხელისუფლება ახალ წლამდე გეგმავს. თუმცა, აშშ-ის ელჩთან დღევანდელი შეხვედრის და კონსულტაციების შემდეგ მმართველი პარტია დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს. ყველაზე დიდი რეზონანსი პროექტის სწრაფი ტემპებით განხილვამ გამოიწვია. ამ მხრივ პრეტენზია აქვს პრეზიდენტსაც, რომელსაც ოპოზიცია ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს. თუმცა იმ არგუმენტით, რომ ორი ფუნქციის - პერსონალური მონაცემების დაცვის და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების შეთავსება საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება, „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევასაც აანონსებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორის მთავარი მოთხოვნა იყო, ორი წლის წინ შეიქმნა და სამართალდამცავების თუ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან ერთად პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციაც შეითავსა.

ოპოზიცია ხელისუფლებას უწყების რეფორმირების ალტერნატიულ კანონპროექტს სთავაზობს, თუმცა მისი დარეგისტრირება დღეს პარლამენტში ვერ მოხერხდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან