ფიროსმანი ბეილერის ფონდში გამოიფინება


ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედება ავსტრიის და საფრანგეთის შემდეგ შვეიცარიაში იქნება წარმოდგენილი.
ნიკო ფიროსმანის უნიკალური ნახატები მომავალ წელს ბაზელში გამოიფინება. ბეილერის ფონდის მუზეუმი ფიროსმანის მიერ შექმნილ და საერთაშორისო აღიარების მქონე ნახატებს უმასპინძლებს.
შვეიცარიაში ბეილერის ფონდის მუზეუმში, ჯამში ფიროსმანის 48 ნახატი იქნება წარმოდგენილი. მომავალ წელს ქართველი თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედებას კოპენჰაგენშიც გაეცნობიან. მანამდე ნიკო ფიროსმანის ნახატები ვენის ალბერტინას მუზეუმში იყო წარმოდგენილი, სადაც ნამუშევრები 400 ათასამდე ვიზიტორმა იხილა.    

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან