ეპიდემიოლოგები შემთხვევების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ


პიკის პერიოდი ახლოვდება - ეპიდემიოლოგები შემთხვევების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ პიკის პერიოდში ინფიცირების ფაქტების ზრდა ზომიერი იყოს და არ გასცდეს იმ ზღვარს, რომელიც წინასწარ არის გათვლილი. ამიტომ, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და სახლებში დარჩენა, რადგან ეს არის მთავარი გზა უხილავ მტერთან საბრძოლველად. მით უმეტეს, რომ რამდენიმე შემთხვევაში, ინფიცირების თავდაპირველი წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, რაც შიდა გავრცელებაზე მიუთითებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ მოუწოდებს. მთავრობის მუშაობასთან ერთად, ახლა სწორედ მოქალაქეების ქცევაზეა დამოკიდებული, გაუარესდება თუ არა დღეს არსებული ეპიდსურათი და გახდება თუ არა ზომების კიდევ უფრო გამკაცრება საჭირო.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, რამდენად დაცულია საგანგებო მდგომარეობის, ფაქტობრივი კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში მოქმედი შეზღუდვები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან