ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება
მთელი ქვეყნის ყურადღება ახლა ბათუმისკენაა მიმართული. ჩამონგრეულია საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს 12 ბინა - ნანგრევებში ამ წუთამდე რჩება 10-დან 15-მდე ადამიანი. მათ შორის რამდენიმე პირი კონტაქტურია. პერიოდულად ისმის ხმები. 40 წუთის წინ მაშველებმა საბედნიეროდ, ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს - ნანგრევების ქვეშ რვასაათიანი ყოფნის შემდეგ ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მეათე საათია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, თუმცა ძირითადად მაშველებს ხელით უწევთ მუშაობა. გასაგები მიზეზების გამო პროცესი ნელა მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი. გვერდითა ორი სადარბაზოდან ყველა ოჯახი ევაკუირებულია. დილის 12 საათიდან მთელი საქართველო ტრაგედიის ადგილზე არსებულ უმძიმეს სურათს და მიმდინარე სამუშაოებს პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება - კორპუსის ნანგრევებში...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება - დაშავებული მამაკაცის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება - იუსტიციის სამინისტროს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამაშველო ოპერაცია ბათუმში გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამაშველო ოპერაცია ბათუმში გრძელდება - უახლესი ინფორმაცია ად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster