სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა

29.09.2018 01:15

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ მეხუთე წელია, ამ საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილეობს. „სიცოცხლის ფესტივალის“ ფარგლებში, ბერი ანდრიას ჩანახატების კრებულის, ფონდის შვილობილების, მათი მშობლებისა და მეგობრების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სადღესასწაულო კონცერტი. ასევე გაიმართა ბოულინგ ჩემპიონატი სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის.  ფესტივალში 49 კომპანია ჩაერთო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: