„ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა წყალტუბოში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს პარტია „ქართული ოცნება“. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მერობის კანდიდატი წყალტუბოში წარადგინა. წყალტუბოს მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში გენადი ბალანჩივაძე იბრძოლებს. წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, იმ ძალებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში პროვოკაციის თავიდან აცილება ვერ შეძლეს, არ აქვთ მორალური უფლება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. პრემიერი შეკრებილებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას დაჰპირდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები